ლარის გაუფასურება

დოლარი ₾2.95 ღირს, ევრო ₾3.29 - ლარი ახალ ისტორიულ მინიმუმზეა

ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით 1.61 თეთრით შემცირდა, ევროსთან კი - 2.47 თეთრით.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9507 ლარია, ერთი ევროსი - 3.2889 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, თუმცა გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

კომენტარები