ყაჩაღობა

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფრომაციით, მსჯავრდებულმა კ.რ. 2018 წლის 27 სექტემბერს ოქროს ყელსაბამის წართმევის მიზნით, თავს დაესხა პირს და დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა კ.რ. 2018 წლის 27 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც 2-ჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის), 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები