თბილისის მიკროავტობუსი

"ყვითელი მარშრუტკის" მძღოლს, რომელიც მანქანაში სიგარეტს ეწეოდა, მართვის უფლება 1 თვით შეუჩერეს

თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მოკროავტობუსის განცხადებით, მძღოლს, რომელიც საჭესთან სიგარეტს ეწეოდა, ერთი თვით შეუჩერეს მართვის უფლება.

"მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი ეწევა სიგარეტს, კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყონებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება.

კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას,ხოლო თავის მხრივ “თბილსისი მიკროავტობუსის” მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ" - აცხადებს თბილისის მიკროავტობუსი.

კომენტარები