ჭყონია: მსუბუქად რომ ვთქვათ, ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით

ქვეყანა ეკონომიკურად მიდის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არსაით და ამასობაში მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, საერთაშორისო დონის ბიზნესმენები არიან და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასული. მათ იცნობს მთელი ბიზნესელიტა საზღვარგარეთ, ვისაც შესაძლოა აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ და რა წარმოდგენა უნდა დარჩეთ ჩვენს ქვეყანაზე? არ სჭირდება ამ საქმეს 2-3-წლიანი გამოძიება, რომ ეს თემა მუდმივად ატრიალო და შექმნა ხმაური. ხომ შეიძლება ცივილიზებულად გაკეთდეს ყველაფერი. თუ მაინცდამაინც გაჩნდა ტრანზაქციით დაინტერესება, უნდა ეთქვა ხელისუფლებას, რომ მასაც არ ეპარება ეჭვი, რომ ასეთი კარგი წარსულის ბიზნესმენები არიან, მაგრამ ისევ მათი სახელის დასაცავად საჭიროა დაზუსტდეს, მოხდა თუ არა კანონდარღვევა". 

ბიზნესმენი თემურ ჭყონია კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენის შესახებ.

კომენტარები