დირკ ნოვიცკის ვიზიტი

ლეგენდარული კალათბურთელი დირკ ნოვიცკი თბილისში ჩამოვა და 3 აგვისტოს ღია შეხვედრას გამართავს

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი და NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი დირკ ნოვიცკი თბილისში ჩამოვა. ამ ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას აკადემიის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

3 აგვისტოს, ფაჩულიას აკადემიაში ნოვიცკი ღია შეხვედრას გამართავს და მომავალ კალათბურთელებთან ერთად, გულშემატკივრების კითხვებსაც უპასუხებს. 

ცნობისათვის, ნოვიცკი და ფაჩულია 2016-2018 წლებში "დალასში" თანაგუნდელები იყვნენ. გერმანელი თბილისში სწორედ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის მოწვევითა ჩამოდის.

კომენტარები