აშშ

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი დენ კოუტსი თანამდებობიდან გადადგა

დენ კოუტსი
AFP

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი დენ კოუტსი თანამდებობიდან გადაგდა. ის პოსტს 2.5 წლის განმავლობაში იკავებდა.

მიმდინარე წლის თებერვალში მან თქვა, რომ დონალდ ტრამპმა პოსტზე დარჩენა სთხოვა, თუმცა საგარეო პოლიტიკის მათი განსხვავებული ხედვა ხანდახან შეუთავსებელია.

კოუტსსა და ტრამპს შორის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რუსეთისა, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე, აზრთა სხვადასხვაობა იყო. პოსტზე მისი მოღვაწეობის განმავლობაში ტრამპს არაერთხელ გაუკეთებია კოუტსის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებების საწინააღმდეგო განცხადებები. იანვარში მან სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს პასიურები და მიამიტები უწოდა ირანიდან მომავალი საფრთხის შეფასებისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ კოუტსი პოსტს აგვისტოს შუა რიცხვებში დატოვებს და მის შემცვლელად ტეხასელი კონგრესმენის, ჯონ რეტკლიფის კანდიდატურას წამოაყენებენ. ჯონ რეტკლიფი ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერია.

კომენტარები