ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძეს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ნეკრესი

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულ ბიოლოგს, ბეჟან ლორთქიფანიძეს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა, სასამართლო პროცესის დაწყების წინ მედიას უთხრა, რომ ის შუამდგომლობის დაყენებას აღკვეთის ღონისძიების დატოვების გარეშე აპირებდა, თუმცა თუკი მოსამართლე ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა, დაცვის მხარე მზად იყო, 10 000-ლარიანი გირაო გადაეხადა. ამასთან, გელხაურის თქმითვე, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე პირადი თავდებობა დააყენა, სადაც მისივე განმარტებით, ლორთქიფანიძეს "საკმაოდ ცნობილი პირები უდგებიან თავდებში". 

საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 25 ივლისს 20 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს.

ის 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლორთქიფანიძის შესახებ აცხადებს, რომ ის "გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას".

ბეჟან ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტი ბეგი საიმობილიზაციო პრეპარატით უსაფრთხოდ დააძინა. National Geographic​-ში იმავე წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ლორთქიფანიძემდე ჰიპოპოტამს პრეპარატი რამდენჯერმე უშედეგოდ ესროლეს. 

კომენტარები