აშშ - რუსეთი

რუსეთში ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი Atlantic Council აკრძალეს

Glassdoor

25 ივლისს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი Atlantic Council არალეგალურ "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა.

"ორგანიზაციის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის ფუნდამენტისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს," - ვიგებთ განცხადებიდან, თუმცა კონკრეტულად რა მიზეზით აკრძალეს არ უთქვამთ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს კიდევ 17 ორგანიზაცია ყავს შეყვანილი აკრძალული ინსტიტუტების სიაში. რუსეთის მოქალაქეებს ამ ორგანიზაციებში მუშაობა ეკრძალებათ.

Atlantic Council საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი 1961 წელს დაარსდა. Atlantic Council რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, მის პოლიტიკას უკრაინის მიმართ და ქვეყანაში არსებულ კორუფციას ხშირად აკრიტიკებს. 

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი ანალიტიკური ინსტიტუტის ევრაზიული ცენტრის დირექტორია, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი და უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნატალი იარესკო ინსტიტუტის წვერები არიან, რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ ჰუნტსმენი 2014 წლიდან 2017 წლამდე ანალიტიკურ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები