თიბისი ბანკის საქმე

ნამჩავაძე TBC-ზე: ხელისუფლებას და მათ "გამპრავებლებს" არ ესმით, რა ზომის საფრთხეებს აპრავებენ

თიბისის აქციების ფასის კლება დღესაც გრძელდება. სამ დღეში 19%-იანი კლებაა.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ თანამდებობები დატოვეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ და საერთოდ არ უკავშირდებიან ბანკის მართვას, ამან სიტუაცია ვერ შემოატრიალა.

პროკურატურის ბრალდების გარდა, აქციების ფასზე ლარის გაუფასურება (დოლარში გამოხატული ბანკის აქტივები მცირდება) და ქვეყნის შიდა პოლიტიკური ამბებიც მოქმედებს და ეს მხოლოდ თიბისის არ ეხება.

2018 წლის ანგარიშის მიხედვით თიბისი საკმაოდ ძლიერია სავალუტო კურსის რისკის მიმართ. ეროვნული ბანკის მოთხოვნის მიხედვით, ღია სავალუტო პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს საზედამხედველო კაპიტალის 20%-ს, რაც 2018 წლის ბოლოს თიბისის იყო 7.6%.

ზოგადად, ქართული საბანკო სისტემა ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის საბანკო სისტემაზეც სტაბილურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი ასეთ ნეგატიურ პროცესებშია, ამ დროს მთავრობა ცეცხლზე ნავთს უნდა ასხამდეს.

არ ვიცი ეს პესიმიზმია, თუ ოპტიმიზმი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლების და მათი “გამპრავებლების“ დიდ ნაწილს არ ესმით, რას აპრავებენ, რა ზომის საფრთხეებს.

წერს ფეისბუქზე ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე თიბისი ბანკის საქმის შესახებ.

კომენტარები