ლიბიის სანაპირო

ლიბიის სანაპიროზე ნავის ჩაძირვის შემდეგ 115 მიგრანტს ეძებენ

Reuters

ლიბიის სანაპიროზე ხის ნავი ჩაიძირა, რომელზეც 250 მიგრანტი იმყოფებოდა. ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.   

134 ადამიანი ლიბიის სანაპირო დაცვის წევრებმა და მეთევზეებმა გადაარჩინეს. 115 მიგრანტს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან 120 კილომეტრის მოშორებით მოხდა.  

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი, ფილიპო გრანდი შემთხვეას "ხმელთაშუა ზღვაში წელს მომხდარ ყველაზე საშინელ ტრაგედიას" უწოდებს.  

ლიბია მიგრანტთა და ლტოლვილტა ცენტრია. მათი უმეტესობა ევროპის ქალაქებამდე მიღწევას გემებით ცდილობს. ეს გემები კი ხშირ შემთხვევაში უსაფრთხო არ არის. როგორც გაეროს ლტოლვილტა უმაღლესი კომისარიატის სპიკერი, ჩარლი იაქსლი ამბობს, ტრაგედიას გადარჩენილები ლიბიის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიჰყავთ. იზოლატორში, მისივე თქმით, არ არის დაცული სანიტარული პირობები, არის არასაკმარისი საკვები და წყალი. 

კომენტარები