"პრეზიდენტი ნუშისა და ლავანდას პლანტაციებს ესტუმრა," - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მაი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოს რაიონში ნუშისა და სიღნაღის რაიონში ნუკრიანის ლავანდას პლანტაციები დაათვალიერა.
"პლანტაციებს პრეზიდენტი მცირე და საშუალო აგროპროექტების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში ესტუმრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რეგიონს სხვადასხვა მიმართულებების თვალსაზრისით, განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელსაც ათვისება სჭირდება," - წერია განცხადებაში.







