რუსეთი

რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გადაღებული "ჩერნობილის" თრეილერი გავრცელდა [Video]

რუსების მიერ გადაღებული სერიალ "ჩერნობილის" თრეილერი გავრცელდა. 

სერიალი რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღეს. ის წლის ბოლომდე გამოვა ეკრანზე და სამთავრობო მედია НТВ-ზე გავა. სერიალის მთავარი გმირი არა ჩერნობილის ლიკვიდატორი, არამედ საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელია. 

ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, სერიალში მოქმედება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე პერიოდს, თვითონ აფეთქებას და რამდენიმე თვის შემდგომ პერიოდს შეეხება. სიუჟეტ ЦРУ-ს თანამშრომლის, ალბერტ ლენცის ირგვლივ ვითარდება, ხოლო მთავარი კი სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევი იქნება. სერიალში ის შეეცდება "უცხო ქვეყნის აგენტი" შეაჩეროს და აფეთქება აღმოფხვრას.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა სერიალ "ჩერნობილის" გადაღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ეკრანზე ამერიკული HBO-სა და ბრიტანული Sky Atlantic-ის მიერ გადაღებული მინი სერიალი გამოვიდა. 

რუსულმა სახელმწიფო ტელემედიამ და გაზეთებმა მათ მიერ რეალურ ისტორიაზე გადაღებულ სერიალი "ჩერნობილი" მკაცრად გააკრიტიკეს. 

სერიალი გააკრიტიკეს რუსული სახელმწიფო ტელევიზიის რასია 24-ის ეთერშიც. ჟურნალისტმა სტანისლავ ნატანზოვმა თქვა, რომ ის უკმაყოფილოა სერიალით, რადგან ჩერნობილი უპრეცედენტოდ დიდი ტრაგედია იყო და "სისხლიანი რეჟიმი" აქ არაფერ შუაშია.

გაზეთმა კომსომოლსკაია პრავდამ კი დაწერა, რომ სერიალი რუსეთის ბირთვული სახელმწიფოს იმიჯს ჩრდილს აყენებს.

ასევე, რუსეთში პარტია "რუსეთის კომუნისტებმა" ცენზურის სააგენტოს "როსკომნადზორსHBO-ს სერიალის აკრძალვს სთხოვეს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ჩერნობილის სერიალში ნამდვილი ტრაგედია იდეოლოგიური მანიპულაციის საგანი გახდა.

HBO-სა და Sky Atlantyc-ის მინი სერიალი ჩერნობილი ხუთსერიანი ისტორიული დრამაა, რომელიც სსრკ-ში ქალქ პრიპიატში 1986 წლის აპრილში ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ ამბავს და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნების მიერ აფეთქების დაფარვის მცდელობებზე მოგვითხრობს. მინი სერიალი ბელორუსი ნობელის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის "ჩერნობილის ხმები" მიხედვით არის გადაღებული. წიგნი აფეთქების დროს ქალაქ პრიპიატის მცხოვრებთა მონათხრობზეა დაფუძნებული.

კომენტარები