Tay-K

19 წლის რეპერს TAY-K-ის 55 წლით პატიმრობა მიესაჯა

Kturehub.com

19 წლის ამერიკელ რეპერს Tay-K-ის მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით 55 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მას სხვა შემთხვევებთან ერთად, ბრალად ედება 2016 წელს, სხვა ექვს ადამიანთან ერთად ტექსასში მცხოვრები ეთან ვოუქერის გაძარცვა, შემდეგ კი მისი მკვლელობა. ვოუქერის სახლი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფული გამო გაძარცვეს, შემდეგ კი ის მოკლეს.

რეპერის ადვოკატი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ Tay-K-ის არ უსვრია საბოლოო, ლეტალური ტყვია და ძარცვის დროსაც მისი ერთადერთი მოვალეობა ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენა იყო. მიუხედავად ადვოკატის მტკიცებისა, სასამართლომ რეპერს ბრალი მკვლელობასა და გაქურდვაში დადო.

2016 წელს ეთან უოქერის ძარცვისა და მკვლელობის ფაქტის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე რეპერს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2017 წლის მაისში რეპერმა სამაჯური გაჭრა და ტექსასში გაიქცა. ამის შემდეგ, 2017 წელს ის კვლავ დაიჭირეს 23 წლის მარკ სალდივარის მკვლელობისა და 65 წლის ოუნი პეიპის გაძარცვისთვის. სასამართლოში ამ საქმეების განხილვა არ დასრულებულა.

კომენტარები