A$AP Rocky-ის დაკავება

A$AP ROCKY-ს დედა: A$AP-ს სურს რომ მალე დაბრუნდეს სავარჯიშო დარბაზში

Variety.com

ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტის A$AP Rocky-ს დედა, რენი ბლექი შვედეთს თავისი შვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას თხოვს.

ამის შესახებ რენი ბლექმა შვედურ გამოცემასთან ისაუბრა. მისი თქმით, შვედეთის ციხეში რეპერი “სათანადოდ არ იკვებება”.

”ვიმედოვნებ რომ ჩემს შვილში სახლში გამოუშვებენ”, - თქვა რეპერის დედამ.

A$AP Rocky, სინამდვილეში კი რაკიმ მეიერსი, სტოკჰოლმში ორ კაცთან ჩხუბის გამო დააკავეს. მას და მის დაცვის წევრებს ქუჩაში ყოფნის დროს ორი კაცი აედევნა, ამის შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ხვალ, 25 ივლისს გადაწყდება დარჩება თუ არა ციხეში A$AP Rocky, მას 6 წლით პატიმრობა ემუქრება.

“ისინი ცდილობენ ააგონ საქმე, არ არსებობს არანაირი საქმე. ყველაფერი ვიდეოზე არის ასახული, ცდილობდნენ აეცილებინათ ადევნებული ადამიანები. მან მითხრა, რომ სათანადოდ არ იკვებება. სურს, რომ მალე დაბრუნდეს სავარჯიშო დარბაზში”, - თქვა რეპერის დედამ.

კომენტარები