უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი: ლევან მურუსიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა

უზენაეს სასამართლოში უვადოდ განმწესების მსურველი, მოსამართლე ილონა თოდუა ამბობს, რომ ლევან ვასაძე სასამართლოს დამოუკიდებლობის სადაჯაროზე იდგა და დასაფასებელია, რომ ის პასუხობდა სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს. 

"სისტემურად შევაფასებდი ბატონი ლევანის თვისებებს, რაც მას გააჩნია და იმ ქმედებას, თუ რატომ ალბათ ჩათვალა მან, რომ ეთქვა, რომ არის სასამართლოს ლიდერი. 

თვისებებში ვგულისხმობ და რეალობა არის ის, რომ მოსამართლეთა კორპუსში ბატონი ლევანი ავტორიტეტით სარგებლობს. რეალობა არის ის, რომ გამოწვევები, რაც იდგა სასამართლოს წინაშე, ბატონი ლევანი არა თუ ლიდერი, სასამართლოს დამცველი გამოდიოდა იმ ძირითად უფლებებთან მიმართებაში, რაც იყო სასამართლოს დამოუკიდებლობა და კონკრეტულად ჩვენი, მოსამართლეების დამოუკიდებლობა. ამ ყველაფრის ერთიანად აღქმა მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვა, რომ მას ნამდვილად გააჩნია ლიდერის თვისებები, ქმედებები, რომელიც მას ახასიათებს და რაც განახორციელა სასმართლო სისტემისთვის, ეთქვა, რომ იყო ლიდერი და სისტემურად ვთვლი, რომ ის არის ლიდერი. სასამართლოს ლიდერი კი არა, თავისი თვისებებიდან გამომდინარე. გამოვიდა, რომ სასამართლო სისტემის სადარაჯოზე იდგა, რომ ყველა ის უფლება, რაც მოსამართლის დამოუკიდებლობას, რეპუტაციას, ავტორიტეტს შეეხებოდა, გაძლიერებას სასამართლო სისტემის, ყველაფერს აკეთებდა ამისთვის და გამოხატავდა ამ თავის მოსაზრებებს და პირიქით, მე მგონი, დასაფაებელია ის, რომ გამოწვევებს პასუხობდა", - თქვა ილონა თოდუამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე. 

ლევან მურუსუძე, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე საქმის მიკერძოებულად განხილვაში ედავება, მათ შორის არის სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის და სხვა საქმეები, მოსამართლეთა ლიდერად საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დაასახელა. 

ასევე, თავად მურუსიძემაც თქვა, რომ ის ლიდერია. 

რაც შეეხება თავად ილონა თოდუას, იუსტიციის საბჭოს არმოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ამბობდნენ, რომ ილონა თოდუას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლება არ აქვს, ვინაიდან მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბინის ქირა გადაუხადა მაშინ, როცა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე იყო. უფრო კონკრეტულად, ჯანეზაშვილის თქმით, თოდუამ თავისი სახლი დედის სახელზე გადააფორმა, შემდეგ კი საბჭომ კი სწორედ აღნიშნული ბინა უქირავა. 

ანა დოლიძის შეფასებით კი, ილონა თოდუა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეა. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ. 

კომენტარები