ხაზარაძის და ფაჯარიძის ბრალი

ხაზარაძის ადვოკატი: ხაზარაძე პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს, 17:00 საათზე მივა

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ინფორმაციით, ის პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს 17:00 საათზე მივა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას მისმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დაუდასტურა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

პროკურატურის ინფორმაციითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულები არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. 

კომენტარები