ბესელია: უფრო ადრე რომ არ წავსულიყავი, 20 ივნისის გამო მაინც დავტოვებდი ქართულ ოცნებას

მე რომ დეკემბერში არ დამეტოვებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, სიის გამო, 20 ივნისის ღამის მოვლენების გამო მაინც დავტოვებდი "ქართულ ოცნებას". ეს იქნებოდა ჩემი პროტესტი იმიტომ, რომ მიმაჩნდა, რომ ეს იყო დანაშაულებრივი ღამე

ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე გადაცემის დროს ისაუბრა. ერთ თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან 20 ივნისის ღამით მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაშალა. დარბევის დროს სამმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

კომენტარები