პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ბესელია კადრების გავრცელებაზე: ივანიშვილის ნება რომ იყოს, ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებდნენ

როდის მოხდა ამ უკანონო ჩანაწერების გამოყენება? უკანონო ჩანაწერები გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს და გამოიყენეს ამ ხელისუფლების დროს. მოხდა მაშინ, როდესაც ეს სასამართლოს 10-კაციანი სია გავაჩერე და შიგნით დაიწყო დაუსრულებელი კონფლიქტი "არ წახვიდე", "უნდა გაჩერდე", "უნდა გაჩუმდე", აი, მაშინ ხდება ამ მეთოდების გამოყენება

პირდაპირ გეუბნებით, [ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული ნება რომ ყოფილიყო, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს] ბოლომდე გამოიძიებდნენ. ეს საქმე არ იქნება გამოძიებული იქამდე, ვიდრე ეს ხელისუფლება არ შეიცვლება

დეპუტატი ეკა ბესელია გადაცემაში "სირცხვილია", რომელიც პარლამენტის წინ იმართება. ბესელია ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და პირი, რომელიც შსს-მ პირველწყაროდ დაასახელა, პირველწყარო არ არის

კომენტარები