ფასიანი განთავსება

გაზგამანაწილებელი: ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ მომხდარა

ყაზტრანსგაზის ცნობით, გაზგამანაწილებელი უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში აბონენტების ინფორმირებას, მათი საცხოვრებელი ფართებისა და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას აგრძელებს. ყაზტრანსგაზის შეფასებით, ინტენსიური მუშაობის შედეგია ის, რომ ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

"კომპანია, პირველ რიგში, მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც მუდამ მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ და გააშუქონ უსაფრთხოების კამპანია.

აქვე გაგაცნობთ ივნისში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების ჩახსნის სტატისტიკას. კომპანიის სპეციალისტებმა გასულ თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2495 კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარები ჩაჭრეს. აღსანიშნავია, რომ ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.

კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენ მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც" - აცხადებს ყაზტრანსგაზი.

2019 წლის ივნისში თბილისში სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკა

  • სამგორი - 655
  • სანზონა - 299
  • გლდანი - 272
  • ისანი-ვაზისუბანი - 266
  • საბურთალო - 158
  • ჩუღურეთი - 151
  • ნაძალადევი - 150
  • კრწანისი - 137
  • ნუცუბიძე - 113
  • დიდუბე - 112
  • დიღომი - 87
  • წყნეთი - 38
  • მთაწმინდა - 33
  • ვაკე - 24
  • სულ - 2495

კომენტარები