ფასიანი განთავსება

®​​​​​​​ საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლის და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან 2-3 საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

ცესკოს ცნობით, 31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

  • 08:30 სთ
  • 10:30 სთ
  • 12:30 სთ
  • 15:30 სთ
  • 17:30 სთ
  • 20:30 სთ

საჭიროების შემთხვევაში განრიგი შეიძლება შეიცვალოს.

კომენტარები