თავდასხმა სომალიში

მოგადიშოში დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი გარდაიცვალა

Reuters

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ბომბის ჩამოგდების შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი გარდაიცვალა და 27 ადამიანი დაშავდა.

17 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

1980-იან წლებში ქვეყნის ჩრდილოეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, ხოლო 1991 წელს გაგრძელებული კრიზისის შედეგად პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადააყენეს და ქვეყანა მოიცვა საერთო, მასიურმა ქაოსმა. მას შემდეგ ქვეყანა ქაოსური მდგომარეობიდან არ გამოსულა.

ალ ქაიდასთან დაკავშირებული ჯგუფმა ალ შააბმა, რომელიც სომალის ხელისუფლებას უპირისპირდება, ბომბის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.

კომენტარები