დისნეილენდი

დისნეის მემკვიდრე: დისნეილენდი საკუთარ თანამშრომლებს საკმარისად არ სცემს პატივს

disnayland

როი ო დისნეის მემკვიდრის, აბიგაილ დისნეის თქმით, ის დისნეილენდში ვიზიტის შემდეგ უკმაყოფილო დარჩა. დისნეი "დედამიწის ყველაზე ბედნიერ ადგილს" ისე ესტუმრა, რომ საკუთარი ვინაობა არ გაუმხელია.  

დისნეილენდში ვიზიტი მემკვიდრემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოციალურ ქსელში თანამშრომლებისგან შეტყობინებები მიიღო. "არ ვიცი, როგორ უნდა შეინარჩუნო ბედნიერი სახე და ღიმილი მაშინ, როდესაც შინ დაბრუნებულს საჭმლის ძიება სხვა ადამიანების ნაგავში გიწევს," - სწერდა მას ერთ-ერთი თანამშრომელი.  

დისნეის თქმით, ვიზიტის შემდეგ დარწმუნდა, რომ კომპანია საკუთარ თანამშრომლებს საკმარისად არ სცემს პატივს. მისივე თქმით, დირექტორის, ბობ იგერის ხელფასი დიდად განსხვავდება თანამშრომლების ხელფასისგან, რის მოსაგვარებლადაც დირექტორმა უნდა იზრუნოს.   

"ბობმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისიც ისეთივე თანამშრომელია, როგორიც ის ადამიანი, რომელიც ტროტუარს საღეჭი რეზინებისგან ასუფთავებს. მათ ერთნაირი ღირსება და უფლებები აქვთ,"-თქვა აბიგაილ დისნეიმ.  

დისნეის მემკვიდრემ იგერს წერილი მისწერა, თუმცა, მისი თქმით, პასუხი არ მიუღია. 

აბიგაილ დისნეიმ გასულ წელს 66 მილიონი დოლარი მიიღო, დისნეილენდის თანამშრომლის საშუალო ხელფასი კი 46 127 ათასი დოლარია. 

კომენტარები