აჭარის ტელევიზია

აჭარა: ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არხის დიკრედიტაციის მცდელობად ვაფასებთ

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არხის დიკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. 

''საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მუშაობს მაღალპროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით. ამას ჩვენი აუდიტორიაც დადებითად აფასებს და სხვადასხვა შემფასებელი ორგანიზაციაც. ეს ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, რაც კარგად აქვს გააზრებული მაუწყებლის ყველა თანამშრომელს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი  დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში,"- ნათქვამია განცხადებაში.  

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის ტელევიზიას "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2-ის" ფილიალი უწოდა. "სად გაიზარდე?", "თუ გაჩუმდები, შეიძლება დაგასმევინო კითხვა,"-ამ სიტყვებით მიმართა ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, რომელიც მას გიორგი გახარიას გადადგომაზე უსვამდა კითხვას. 

კომენტარები