როგორც ჩანს, ივანიშვილის შიშსაც ფართო თვალები აქვს. ის, რა თქმა უნდა ხვდება, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასასრულს უახლოვდება და წარმოუდგენელია, რომ ევროპულმა საქართველომ ან რომელიმე პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიამ თავი კოალიციაში დაინახოს ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან. არა მხოლოდ იმ გასული 7 წლის გამო, რომლის განმავლობაშიც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა, არამედ მიმდინარე მოვლენების გამოც, როდესაც ის გმირად სთავაზობს საზოგადოებას გახარიას, რომელმაც ახალგაზრდებს თავლი დათხარა, გმირად სთავაზობს საზოგადეობას მურუსიძეს და სასამართლოს კლანს, რომლებმაც დაასამარეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყანაში და მთლიანად მოწოდებულია მხოლოდ საკუთარი, პირადი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციაზე ქვეყანაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მასთან კოალიციაში ყოფნა არის წარმოუდგენელი.
ივანიშვილის განცხადება
აბესაძე: წარმოუდგენელია, რომ ევროპულმა საქართველომ თავი ივანიშვილთან კოალიციაში დაინახოს
tbl.ge/3v4s
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ივანიშვილის განცხადებაზე, დღეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2020 წლისთვის ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის გარდა, ალბათ ყველა პარტიასთან ითანამშრომლებს.
ამავე თემაზე
- გახარია წყალტუბოზე: ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ქვეყანას და ხალხს
- კახიძე ივანიშვილს: გავრილოვამდეც ბევრი “გავრილოვობა” ჩაიდინეთ, ახლა მოთმინების ფიალა აივსო
- ივანიშვილი: თუ აფხაზებთან ნდობას აღვადგენთ, ამას ანგარიშს რუსეთიც გაუწევს
- ივანიშვილი: მავთულხლართების გამაგრება სოჭის ოლიმპიადის გამო ხდება
- ივანიშვილი:ერთი-ორი მინისტრის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება