ივანიშვილი: არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის გამოყენებაზე

21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა და მისი დამქაშები პრინციპში, ევროპული საქართველო თუ პატარა პარტიები, რომლებიც ასოცირდებიან ნაციონალურ მოძრაობასთან, დაჟინებით ითხოვდნენ, რომ უნდა გადადგეს გახარია. არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როდესაც მეორე დღესვე ითხოვენ ამას, აქ ყველაფერი იკვეთება. ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული, არავის ამის მსგავსი კითხვა არ აქვს. ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის, მე ძალიან ბევრს შევხდი ევროპელებს, შევხვდი ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია. შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა. 

ექსპრემიერი და პარტია ქართული ოცნების მოქმედი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისა და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის შესახებ.

კომენტარები