ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი

ევროკომისიას ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება

CNN

გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს, ის ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტია.

სამშაბათს, 16 ივლისს მან ევროპარლამენტში ფარულ კენჭისყრაზე 383 ხმა მოაგროვა.

მის წინააღმდეგ ხმა 327-მა ევროპარლამენტარმა მისცა, 22 დეპუტატს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი 60 წლის გერმანელი ქალია. წარსულსი ის გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო. ახლა მან ჟან-კლოდ იუნკერის ადგილი დაიკავა, რომელიც 2014 წელს გახდა ევროკომისიის პრეზიდენტი, იგი ამ პოსტს ამავე წლის 31 ოქტომბერს დატოვებს.

იუნკერმა ტვიტერის მეშვეობით მიულოცა გაპრეზიდენტება ლაიენს: "ეს სამსახური ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, მე დარწმუნებული ვარ თქვენ ღირსეული პრეზიდენტი იქნებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში.

მე არვიცი ვინ მომცა ხმა, თუმცა ის ვიცი, რომ ხმათა უმრავლესობის აღება ძალიან რთული იყო”- განაცხადა ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა.

კომენტარები