ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის რომ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე აქტიურობდა მხოლოდ, ჩვენ ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ და ყველა დრო არჩევნებიდან არჩევნებამდე შუალედიც უნდა იყოს არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. ჯერ საჯაროდ არ გაგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ უკვე აქტივი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან გასულია რეგიონებში, უფრო მეტად მთიან რეგიონებში და სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით, მაქსიმალური რაოდენობა ქართული ოცნების ხელისუფლებიდან თუ პარლამენტიდან თუ საკრებულოებიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვებს.
ქართული ოცნება
ივანიშვილი: ის რომ ქართული ოცნება არჩევნებზე აქტიურობდა მხოლოდ - ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ
tbl.ge/3v3h
დაკოპირდა

ამის შესახებ ქართული ოცნების ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომელიც აჭარაში "ქართული ოცნების" რეგიონულ ორგანიზაციის შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




