ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი

"საბურთალომ" "შერიფი" გაიარა და ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების "დინამოს" შეხვდება (ვიდეო)

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ტირასპოლის "შერიფს" უმასპინძლა. თბილისელებს პირველი მატჩი სტუმრად 3:0 ჰქონდათ მოგებული და დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც დიდი გაჭირვებით გავიდნენ. 

"შერიფმა" მატჩი აქტიურად დაიწყო და მე-10 წუთისთვის, ანგარიში უკვე 3:0 იყო სტუმრების სასარგებლოდ. მეორე ტაიმში, "საბურთალომ" ერთი ბურთი გაქვითა და ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო" იქნება. პირველი მატჩი 20 ივლისს თბილისში ჩატარდება.

კომენტარები