დედა ენა

გაბუნია: ამაყი ვარ, რომ დედაენის სკოლებში დაბრუნებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე

მე ამაყი ვარ რომ დედაენის სკოლებში დაბრუნების საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე. მე დავპირდი ჩვენს ხალხს, რომ სექტემბრიდან იაკობ გოგებაშვილის “დედაენა” შევიდოდა სკოლებში და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა მომზადებულმა კანონის პროექტმა, კანონად ქცევის შემდეგ შექმნა საკანონმდებლო გარანტიები დედაენის ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში დაბრუნებისთვის, სკოლებში დაბრუნებისთვის!

“აი ია"-ს, ამ გენიალური პალინდრომის პრინციპზე აგებული დედაენა, იაკობ გოგებაშვილის დედაენა, მისი მეთოდით და ინტელექტუალური ძალით შექმნილი დედაენა შევა სკოლებში, ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა და ყველას ვულოცავ ამას. საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღეს!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სკოლებში დედა ენის დაბრუნების შესახებ. პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა დაბრუნდება და წიგნს ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს.

კომენტარები