დედა ენა

"დედა ენის" სკოლებში დაბრუნების საკითხზე სამინისტრომ საკონსულტაციო ჯგუფი შექმნა

განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ცნობით, "დედა ენის“ სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა. მასში "ყველა დაინტერესებული მხარეა" ჩართული.

"ზოგადად, "დედა ენის“ საკითხი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ რამდენიმე ჯგუფია ჩართული, არ არის ერთი ხედვა "დედა ენასთან“ დაკავშირებით. ჩვენი სამინისტროს მხრიდან მოხდა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და ყველა იმ მხარის ჩართვა, რომელიც დაინტერესებულია, რომ „დედა ენა“ სასკოლო პროცესში რაც შეიძლება, აქტიურად იყოს ჩართული. ჩვენ ყველა ამ ჯგუფთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ახლა ვფიქრობთ ფორმატზე, რომ რაღაც საბჭოც შეიძლება შევქმნათ, რომელშიც შეიძლება, კიდევ უფრო მეტი მხარე იყოს ჩართული. ვფიქრობ, როგორც კი ყველა ამ მხარეს შორის შეთანხმება შედგება, სკოლებში „დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შევიტანთ, რომელიც სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი“, - თქვა მიხეილ ბატიაშვილმა "ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები