რუსეთი

რუსეთში ბიზნესმენთა 2/3-სთვის ცუდი ბიზნესგარემოა, ბიზნესის წამოწყება მოსახლეობის 2.2%-ს სურს

ვლადიმერ პუტინი
Financial Times

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს VTsIOM გამოკითხვის ინფორმაციით, რუს ბიზნესმენთა 2/3-ზე მეტი რუსეთის ბიზნესგარემოს არასასურველად მიიჩნევენ.

რესპოდენტთა თქმით, სუსტი მსყიდველობითი უნარი და მაღალი გადასახადები ბიზნესის კეთების მთავრი ეკონომიკური ბარიერია, ხოლო სასამართლო სისტემა და კორუფცია - მთავარი ადმინისტრაციული პრობლემაა. 

ბიზნესმენები მომავალს პესიმისტურად უყურებენ, 5 რესპოდენტიდან მხოლოდ ერთს ჯერა, რომ მომავალ 5 წელიწადში ბიზნესგარემო გაუმჯობესდება. 

ამის მიუხედავად, რესპოდენტთა 76% რუსეთში ბიზნეს საქმიანობის მისატოვებლად მზად არ არის, ხოლო მათ 61% სურს, რომ შვილებმა თავიანთი ბიზნესები გააგრძელონ.

ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ბიზნესის საკეთებლად არსებულ რისკებზე ბიზნესმენები სახელმწიფოს აკისრებენ პასუხისმგებლობას.

"მაღალჩინოსნები არ ენდობიან კერძო ბიზნესებს, ხოლო კერძო ბიზნესი სახელმწიფოს არ ენდობა," - აღნიშნა რუსეთის ვიცეპრემიერმა მაქსიმ აკიმოვმა. 

ეკონომიკის უმაღლესი სასწავლებლის დირექტორის ევგენი იასინის თქმით, მანამ, სანამ რუსეთში არაერთი ბიზნესი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას ელოდება, სახელმწიფო მსხვილი კორპორაციებისა და ბიზნესმენთა ვიწრო წრეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული. 

Global Entrepreneurship Monitor წერს, რომ ამ გარემოში საკუთარი ბიზნესის წამოწყება რუსების მხოლოდ 2.2% სურს. 

პოლიტიკური მეცნიერის აბას გალიამოვის თქმით, სახელმწიფოს სისტემის შეცვლა სურს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი პრეზიდენტის პოლიტიკურ გავლენას ასუსტებს. მაშინ, როდესაც სახელმწიფო იურიდიულ სისტემას აკონტროლებს, ბიზნესს დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება. 

კომენტარები