გახარიას განცხადება ელჩებზე

იტალიის საელჩო: 20 ივნისის ღამეს ელჩი პარლამენტში არ ყოფილა

პირველი არხი

20 ივნისის ღამეს პარლამენტში არც იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას იტალიის საელჩოში მიაწოდეს. საელჩოში ამბობენ, რომ 20 ივნისს ელჩი საკანონმდებლო ორგანოში არ მისულა. 

საქმე ეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

გახარიას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც უწყების წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

მოგვიანებით, სამინისტრომ ახალი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ელჩების ფიზიკური მობილიზება არ ყოფილა, თუმცა მათთან ინტენსიური კომუნიკაცია იყო.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში ყოფნას არ ადასტურებენ: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი, უკრაინის ელჩი.

კომენტარები