საბჭოთა ისტორია

ხვადაგიანი: მხოლოდ კაგებეშნიკი საუბრობს იხტიბარგაუტეხლად სხვა ქვეყნის 1918 წლის ისტორიაზე

მხოლოდ კაგებეშნიკს და საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს მემკვიდრეს თუ შეუძლია იხტიბარგაუტეხლად ილაპარაკოს სხვა სახელმწიფოს 1918 წლის ისტორიაზე. ქვეყანას, რომელსაც ფორმალურადაც კი არ გაუსამართლებია საბჭოეთის დანაშაულებები, მასობრივი ტერორი და მათი პაპების (Деды) კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდები და გენოციდები (ჩეჩნეთის მაგალითიც კმარა), გარდა ურცხვი ზღაპრებისა, ნეტა რა უნდა ჰქონდეს სათქმელი მსოფლიოსთვის ან ყოფილ და ახლანდელ მსხვერპლთათვის?

10 ივლისს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

კომენტარები