საბჭოთა ისტორია

საჯარო სკოლებში ეცნობიან ფილმს - საბჭოეთის ისტორია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად, თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921 და 2008  წლებში,  რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ  აგრესიაზე.

“ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში წელს,   იუნკერთა სახელობის თბილისის 52–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს,  ლატვიელი რეჟისორის ედვინს შნორის დოკუმენტური ფილმი ”საბჭოეთის ისტორია” წარუდგინეს. ფილმი ავლებს პარალელებს 2 ბოროტებას,  საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას  შორის.   “საბჭოეთის ისტორიის”  გადაღება 2 წლის განმავლობაში  სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა. პრემიერა კი  ევროპარლამენტში შედგა.  

„ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში „საბჭოეთის ისტორიას“  საქართველოში,  საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან, სკოლებში გაიმართება ექსპერტთა და ისტორიკოსთა  ლექცია-დისკუსიებიც.

ფილმი ”საბჭოეთის ისტორია”  აღწერს რეალურ ფაქტებს  და მასში ასახულია საბჭოთა დანაშაულებების ნაწილი.  ამ ფილმის   შექმნის  იდეა ევროპარლამენტის დეპუტატებს ეკუთვნოდათ. ”საბჭოეთის იტორია” მოგვითხრობს სტალინურ რეპრესიებზე, კატინის ტრაგედიაზე, საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიის თანამშრომლობაზე  და ასე შემდეგ.

ლატვიელი რეჟისორის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი  საქართველომდე აჩვენეს  სკოლებსა და უნივერსიტეტებში:  ლატვიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, სლოვაკეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.   

კომენტარები