საქართველო-რუსეთი

პესკოვი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია

interfax

საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე საუბარი ნაადრევია - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა.

პესკოვი ამბობს, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობა მაღალია და რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში ყოფნა სახიფათოა.

მისივე თქმით, ფრენების გაუქმება "აბსოლუტურად იძულებითი ზომაა". პუტინის პრესმდივანი ამბობს, რომ კრემლი მონიტორინგს განახორციელებს და მხოლოდ მას შემდეგ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, როცა ჩათვლის რომ სიტუაცია დაწყნარდა. 

"მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დრო ანალიზის და რამე სხვა გადაწყვეტილების მიღების. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია",- ამბობს პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

კომენტარები