წუხელ, ვარკეთილში, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათგან ერთს, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში).
"სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად“, - აცხადებს უწყება.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)