მშვილდაძე ვასაძეს: გადავწყვიტე, გუშინ რაც გააკეთე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ცუდი, გაპატიო

ლევან, მე გადავწყვიტე, რომ გუშინ რაც შენ გააკეთე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ცუდი, უბრალოდ გაპატიო. აი ასეთი რამე თუ გაგიგია? და ყველას დანარჩენებს, ვინც აქ გვემუქრებოდით, გვაგინებდით, ცდილობდით, რომ შეგეშინებინეთ, შემინდვია ყველაფერი ჩემი სახელით. ოღონდ იმ პირობით, რომ ასე აღარავის აღარასდროს აღარ მოექცევით. ასეთი რამე არ შეიძლება. გუშინ თქვეს, რომ აქ უნდა მოსულიყვნენ და გაეგრძელებინათ აქცია, მაგრამ მერე შეცვალეს გადწყვეტილება და თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გავმართავთო მიტინგს. როგორც გუშინ იქცეოდით აქ ისე ბიძინასაც არ უნდა მოექცეთ იქ თუ აქციას ჩაატარებთ. არავის არ უნდა მოექცეთ ასე.

ლევან, შეიძლება შენ გგონია, რომ იქ, სადაც ახლა აღმოჩნდი იმის ბრალია, რომ ოდესღაც "ჩემი ცოლის დაქალებში" იყო ასეთი პერსონაჟი მირიან ბარათეონი, მაგრამ, მინდა გითხრა, რომ მირიან ბარათეონი აქ არ მოსულა კონტრაქციის მოსაწყობად, მირიან ბარათეონი აქ ეგზალტირებულ ადამიანებს ზიზღს არ უღვივებდა ჩვენს წინააღმდეგ, მირიან ბარათეონს ამ თავისი რაღაც ახალი სიმბოლოთი, რითიც დგას ხოლმე ეს კაცი, ჯვარკომბალა, არ სჭერია ხელში. იქ სადაც ახლა შენ ხარ აღმოჩნდი შენ თვითონ, ლევან ვასაძე, რასაც აკეთებდი იმით. მადლობა ღმერთო, რომ ხანდახან არსებობ ხოლმე იმიტომ, რომ ასეთ სიმბოლოს, ჯვარკომბალას, ასეთ ლოგოს, ვერცერთი დიზაინერი ვერ მოიფიქრებდა და ვერ შექმნიდა.

უნდა შევთანხმდეთ მთავარზე. არავითარი ძალადობა ამ ქვეყანაში, არავითარი მუქარის და სიძულვილის კულტივირება არ შეიძლება. ის რაც მოხდა გუშინდელ დღეს არის გუშინდელი დღე. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და გავიხედოთ მომავლისკენ და ავაშენოთ ქვეყანა, სადაც იქნება თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა და თავისუფალი, თანასწორი ადამიანების სოლიდარობა არის ის ერთობა, რასაც აქვს ღირებულება.

პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე მიშა მშვიდლაძემ პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლევან ვასაძეს მიმართა.

კომენტარები