შეტყობინება ბომბის შესახებ

სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" ნაღმს ეძებენ

flickr

სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში ნაღმს ეძებენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინსტროში უთხრეს, დაფიქსირდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული.

უწყების ცნობით, შენობის სრული ევაკუაცია არ განხორციელებულა. ამ დროისათვის ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები, ასევე მობილიზებულები არიან მაშველები და სამართალდამცველები.

კომენტარები