ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აქცია სირცხვილია

პრორუსულმა ძალებმა პარლამენტის წინ ღამე გაათენეს და ამ დრომდე იქ რჩებიან

სამშაბათი, 9 ივლისი, 2019 - 08:53
ტაბულა
tbl.ge/3u9j
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

პრორუსულმა ძალებმა პარლამენტის წინ ღამე გაათენეს და ამ დრომდე რჩებიან. 

პარლამენტთან არიან აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორებიც, რომლებიც სცენას იცავენ, რათა ისიც მოძალადეთა ჯგუფებმა არ დაიკავონ. 

პრორუსულმა ძალებმა ღამე პარლამენტის წინ გაათენეს. დილის 07:00-მდე გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქციის მონაწილეების რიცხვი მცირე იყო და სამანქანო გზის ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობდა. 

06:40-მდე პოლიცია ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პარლამენტის ტერიტორიაზე სცენასთან მისვლის უფლებას არ აძლევდა და მიზეზად მათ უსაფრთხოებას ასახელებდა. 06:40-ზე გზა გაიხსნა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სცენასთან მისვლის საშუალება მიეცათ. 

აქცია "სირცხვილია 19.0" კონტრაქციის პარალელურად ჩატარდა. აქციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

პროდასავლურ და პრორუს ადამიანებს პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები ჰყოფდათ. 

ამ პერიოდის განმავლობაში აქციის "სირცხვილია" ორგანიზატორების ნაწილი პარლამენტის წინ, სცენასთან იმყოფებოდა და სცენას იცავდა, რათა ეს ტერიტორიაც არ დაეკავებინათ ძალადობრივ ჯგუფებს.

პუტინისტური ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ, მათივე "უსაფრთხოებიდან გამომდინარე". ამ დროს პარლამენტთან აქციას ძალადობრივი ჯგუფები ატარებდნენ.

20 ივნისის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან ყოველდღე იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 8 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დილიდან დაიკავეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების საშუალებას აღარ მისცემდნენ.

კრემლისგან მართული ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქტივისტები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ "მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე", პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ. ამის შემდეგ, თითქმის რვა საათია, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ითხოვენ, ისინი დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ პარლამენტთან არ გადაინაცვლებენ და თავიანთ სცენას არ დაიკავებენ.

აქცია სირცხვილიარუსთაველის გამზირისირცხვილიაპრორუსული ჯგუფებიმოძალადეთა ჯგუფები

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 20 სექტემბერი, 2019 - 19:53რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
  • პარასკევი, 20 სექტემბერი, 2019 - 19:18რუსთაველზე დაიწყო აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ"
  • ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2019 - 22:07მამუკა ხაზარაძე 20 სექტემბერს სირცხვილიას აქციას შეუერთდება
  • შაბათი, 14 სექტემბერი, 2019 - 21:43მაქარაშვილი: დღეიდან ათიათასობით ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან ჩაერთვება დიდ მოძრაობაში
  • ხუთშაბათი, 5 სექტემბერი, 2019 - 12:37ალპინისტმა ზურა კვესტაძემ ბანერი, წარწერით "აქედანაც სირცხვილია", მყინვარწვერზე აიტანა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:32

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:23

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:08

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:19

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:09

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
3Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕