რუსული ოკუპაცია

პროპუტინისტურ და ანტისაოკუპაციო აქციებს ავტობუსების და პოლიციის კორდონები ჰყოფს

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან რუსთაველის გამზირზე ავიდნენ, თუმცა, მათ პარლამენტთან მისვლის საშუალება არ აქვთ. ანტისაოკუპაციო და პრორუსულ აქციებს შორის ყვითელი ავტობუსების, პოლიციის და სპეცრაზმის კორდონები დგას.

დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძემ ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას მოითხოვა და განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

პროპუტინური ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. ისინი პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ, მათივე "უსაფრთხოებიდან გამომდინარე".

კომენტარები