LGBT პრაიდი

დღეს დაგეგმილი ღირსების მარში აღარ ჩატარდება

Facebook/ Tbilisi Pride

დღეს დაგეგმილი ღირსების მარში აღარ ჩატარდება. ინფორმაციას თბილისი პრაიდი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ დამატებით ინფორმაციას facebook-ზე გაავრცელებენ. 

ღირსების მარში 13-23 ივნისს, LGBT კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის და 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაწყებული აქციების გამო, ღონისძიება დროებით გადაიდო. 

ინფორმაცია, რომ მარში დღეს გაიმართებოდა, 7 ივლისს გახდა ცნობილი, თუმცა, მალევე, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა "მობილიზაცია გამოაცხადეს" და Tbilisi Pride-ს აქტივისტების და მხარდამჭერების "ქამრებით გათრევა" დააანონსეს. იმის გამო, რომ ძალადობრივმა დაჯგუფებებმა მარშის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს, ხოლო შსს კონტაქტზე არ გადიოდა და მარშის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, ორგანიზატორებმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები