მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს

მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ზე, გადაცემა პოსტსკრიპტუმის ეთერში წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინისათვის რუსულად გინებას საკუთარ ფეისბუქზე გამოეხმაურა:

"რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს! ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით! ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს." წერს ის.

გადაცემა, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს ეთერში დღეს გავიდა. ამის შემდეგ არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ასევე სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც თქვა, რომ გიორგი გაბუნიას საქციელს ემიჯნება.

კომენტარები