რუსეთი

მოსკოვში ძარცვის ბრალდებით ФСБ-ს 7 თანამშრომელი დააკავეს

Андрей Стенин / Коммерсантъ

მოსკოვსში რუსეთის ФСБ-ს 7 თანამშრომელი დააკავეს. 5 მათგანის დაკავებაზე ნებართვა მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ გასცა, კიდევ ორი კი შიდაპატიმრობაში განამწესეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსულენოვანი მედია სასამართლოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ოფიციალურად რა თანამდებობები ეკავათ დაკავებულებს ФСБ-ში არ ასაჯაროვებენ. რუსული სააგენტოს, РБК-ს წყაროს ცნობით, დაკავებულთაგან 3 სპეცდანაყოფ "ალფას" თანამშრომლები არიან, ერთი სპეცდანიშნულების ჯგუუფის "ვიმპელის" წევრი, ორი К მიმართულების ოფიცერი და ერთიც უწყების აკადემიის თანამშრომელია.

საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის მუხლითაა დაწყებული. ბრალდებულების სახელები და გვარები ცნობილი არ არის. 

როგორც სააგენტო Ведомости წერს, ბრალდებულები 10 ივნისს თავს დაესხნენ მეწარმეს, რომელიც ერთერთი ბანკში 136 მილიონი რუბლის ოდენობის თანხით მივიდა. ის აპირებდა, რომ ეს თანხა დეპოზიტზე შეეტანა. ФСБ-ს თანამშომლებმა ბიზნესმენს ფული წაართვეს და ბანკის თანამშრომლებთან ერთად გაინაწილეს. 

ФСБ-ს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. 2 ივლისს სპეცსამსახურის ვებსაიტზე პატარა სიახლე გამოქვეყნა, რომელიც თანამშრომლების დაკავების ფაქტს ეხებოდა.

კომენტარები