თავდაცვის სამინისტრო

"2019 წლის გამოშვება" - თავდაცვის სამინისტროს 97 000 ლარად სედანის ტიპის მანქანის ყიდვა სურს

თავდაცვის სამინისტრო სედანის ტიპის ავტომანქანას ყიდულობს. უწყებამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 97 320 ლარი.

"შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს სრულიად ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი, გარბენილი კილომეტრაჟი არაუმეტეს 1000 კმ. გარდა საქართველოს ტერიტორიაზე საჭირო გარბენისა), გამოშვების წელი: 2019 წელი" - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს ერთი ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ნებართვა 2 ივლისს მისცა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ავტომობილს - ჯიპს ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მანქანა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

მთავრობას 2019 წელს გამოშვებული მანქანების შეძენა სურს და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 045 000 ლარია.

 

კომენტარები