4 ივლისს ძალაში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა.
"მგზავრი ვალდებულია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროტრანსპორტით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად ჩაითვლება,"-ვკითხულობთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ამასთან, ცვლილებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მაისში მიიღო. კანონპროექტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგ წავიდა.