ქუცნაშვილი: 20-21 ივნისის აქციების მთავარი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო

რუსთავი 2

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, რუსი პოლიტიკოსების რიტორიკა არ შეიცვლება, მიტინგებით და აქციებით კი პრობლემები არ გადაწყდება და ოკუპაციის დაძლევას მოლაპარაკებების გზა სჭირდება. 

"რუსი პოლიტიკოსები ილაპარაკებენ კიდევ კაი ხნის განმავლობაში ასე. ეს მოცემულობაა, ამ მოცემულობას შენ რუსთაველზე დროშის ფრიალით ვერ შეცვლი. ეს მოცემულობა შეიძლება შევცვალოთ სხვა გზით და ეს არის საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, როგორც გააკეთეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინ - მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების გზით ოკუპაციის დაძლევა და არა ომის გზით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციით და მიტინგით პრობლემას გადაწყვეტს, მაშინ ის, სულ მცირე, გულუბრყვილოა. შესაბამისად, დროა საჭირო იმისთვის, რომ ყველა მიხვდეს, თუ რა იყო 20-21 ივნისის აქციების მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ინტერესმა დააზარალა საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამ მიზნის მიღწევისთვის ჩვენი საზოგადოების ჯანსაღ ემოციაზე ითამაშეს".

უკვე მე-14 დღეა, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - მიღებულია 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საჯარო დაპირება, ასევე, "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ყველა ადამიანი მე-7 დღეს გაათავისუფლეს.

დარჩენილი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია კვლავ უცვლელია.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იყო "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის" ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. 

თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დრ

კომენტარები