ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინა დაამარცხა და კოპა ამერიკის ფინალში გავიდა (ვიდეო)

კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშების პირველ 1/2-ფინალურ მატჩში, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა. ტურნირის მასპინძლებმა არგენტინელებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

"სამხრეთამერიკული კლასიკოს" პირველ ნახევარში, ანგარიში გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა. მეორე ტაიმში, ჟეზუსმა საგოლე პასი რობერტო ფირმინოს გაუკეთა და ლივერპულის ფორვარდმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.

ფინალში ბრაზილიის მეტოქე დღეს, ჩილესა და პერუს მატჩში გაირკვევა.

კომენტარები