რუსეთი

ECHR-მა რუსეთს მშვიდობიან აქციებზე დაკავებულთათვის €75,000-ის გადახდა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს მშვიდობიან აქციებზე დაკავებულთათვის 75,000 ევროს გადახდა დააკისრა.

ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი სულ 9 ადამიანს ჰქონდა შეტანილი, რომლებიც 2006-2011 წლებში მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე დააკავეს. მათ შორის არიან ცნობილი აქტივისტები ლევ პონომარიოვი, მიხაილ კრაიგერი და მიხაილ შნაიდერი. სასამართლომ დაასკვნა, რომ მათი უფლებები დაირღვა და ამისათვის რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს და სასამართლოს ხარჯები დაფაროს.

კომპენსაციის რაოდენობა თითოეულ საქმეზე დამოუკიდებლად განისაზღვრა. ჯამში რუსეთს 75,000 ევროს ოდენობით ჯარიმა და სასამართლოს ხარჯების 22,000 ევრომდე ანაზღაურება დაეკისრა.

კომენტარები