რუსეთი

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 13 დაკარგულად ითვლება

TASS

რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 13. საავადმყოფოებში 1,250-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

წყალდიდობა 25 ივნისს დაიწყო, როდესაც ძლიერი წვიმის გამო მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ სახლები წაიღო.

ადგილობრივი მაცხოვრებლები მთავრობას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ სათანადო გაფრთხილება არ მიუღიათ, რაც საშუალებას მისცემდათ მსხვერპლი თავიდან აერიდებინათ.

იაპონიაში დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ რეგიონს ვლადიმირ პუტინი ეწვია. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ჯარიც.

კომენტარები