ნიგერიაში ავტოცისტერნის აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 101

CNN

ნიგერიაში ავტოცისტერნა, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა გადაბრუნდა და აფეთქდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 50 ადამიანი და დაშავდა 101. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტოცისტერნის მძღოლი გზაზე ორმოებისათვის თავის არიდებას ცდილობდა. საწვავი ქუჩაზე მდებარე მაღაზიებსაც გადაესხა და აფეთქების შედეგად ხანძარი მიმდებარე შენობებსაც გადაედო.

ნიგერიაში მსგავსი შემთხვევები იშვიათი არაა, რადგან ქვეყანა ნავთობს აწარმოებს და მისი გადატანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა სწორედ ავტოცისტერნებია.

კომენტარები